LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარელში ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა – არის მსხვერპლი

161
Crime Scene

ქარელში ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი დაშავებული კი უახლოეს კლინიკაშია გადაყვანილი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მანქანა საცხოვრებელი სახლის წინ მდგომ პირებს დაეჯახა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები