LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარის გამო, გამოძახებებმა იმატა, მაგრამ არავინ დაშავებულა – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

1543580658-jpg-1520609271-1024x683-1520617069-1024x683

თბილისში ძლიერი ქარია. ამინდის გაუარესების გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გამოძახებებმა იმატა. საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, მიშა ფეიქრიშვილის ინფორმაციით, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.

„რამდენიმე ხე წაიქცა ქალაქში, ორი დღის განმავლობაში დაზიანდა ავტომანქანები. დღეს, დღის განმავლობაში გამოქვეყნდება სტატისტიკა, სადაც დეტალურად იქნება დაწერილი, სად რა მოხდა,“ – აცხადებს მიშა ფეიქრიშვილი რადიო “ფორტუნასთან”.

შეგახსენებთ, ძლიერის ქარის შედეგად თბილისში დიღომში, ერთ-ერთი საცხოვრებლი კორპუსიდან აივნის ნაწილი ჩამოიშალა. ჩამოშლილი ნაწილი ეზოში მდგომ ორ მსუბუქ ავტომობილს დაეცა. ასევე, სამგორის რაიონში, ერთ-ერთ საწყობს სახურავი მოძვრა, რომელიც გაზის მილსა და გარე განათების ბოძს დაეცა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ დაზიანებულია ერთი ავტომანქანა. შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები