LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართლში არასეზონურ ბოსტნეულს მოიყვანენ

78
shopping-bag-full-of-fresh-vegetables-and-fruits-royalty-free-image-1128687123-1564523576

USAID/Zrda-ს მიერ მხარდაჭერილმა ფერმერმა, ანა სხენიაშვილმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცაში, 2, 000 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთებზე, სასათბურე მეურნეობის მინტაჟი დაასრულა, სადაც არასეზონზე ბოსტნეულს მოიყვანს. ახალი სათბური ბენეფიციარს საშუალებას მისცემს, თითოეულ კვადრატულ მეტრზე 35 ლარის შემოსავალი მიიღოს.

საგულისხმოა, რომ Zrda-ს სასათბურე მეურნეობების მოწყობის პროგრამის ფარგლებში, 118 სათბური მოეწყო, რომელთა ჯამური მოცულობა 68,301 კვადრატული მეტრია. ასევე, აღსანიშნავია, რომ პროექტის მიერ სათბურების შესახებ განხორციელებული სხვადასხვა პროგრამების მონაწილე ბენეფიციარებმა, რომლებიც ძირითადად კიტრს, მწვანილს, სალათის ფოთოლს, პომიდოს და მარწყვს აწარმოებენ, სრული გაყიდვებიდან 2,987,428 ლარის გენერირება შეძლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები