LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართუ ბანკის” გაკოტრებაზე ნიკა მელიას და ზურაბ ადეიშვილს საბოლოო განაჩენს გამოუტანენ

1038
მელია

ხვალ “ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე სასანართლოს გადაწყვეტილება გახდება ცნობილი.

საქმე ეხება 2012 წელს დაწყებულ გამოძიებას, რა დროსაც ნიკა მელიას და ზურაბ ადეიშვილს ბრალი უკვე წაყენებული აქვთ.

ნიკა მელიას ადვოკატი ამბობს, რომ “ბანკი ქართუს” საქმე 2012 წლიდან თაროზე იყო შემოდებული და ბოლო თვეებში მისი აქტიურად განხილვა დაიწყო. 

ოცნებისთვის საშიში დაჭრილი მხეცი ვარ - ნიკა მელია

მელია ამბობს, რომ დეპუტატების ადგილზე თავად დიდ მორალურ და ფსიქოლოგიურ დისკომფორტს იგრძნობდა.

შეგახსენებთ, “ბანკი ქართუს” საქმეზე ნიკა მელიას და ზურაბ ადეიშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ქონების გადამალვას ედავებიან. ადეიშვილს დაუსწრებლად  პატიმრობა აქვს შეფარდებული, მელია კი 25 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

ამასთან დაკავშირებით ხვალ “ნაციონალური მოძრაობა” სასამართლოსთან აქციას გამართავს. პარტიის წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ საქმეს არანაირი სამართლებრივი მოტივი არ გააჩნია და ეს არის წმინდა პოლიტიკური საქმე.

მისი ინფორმაციით, „ქართუს“ საქმეზე 2 დეკემბერს სასამართლო გამოაცხადებს სარეზულუციო ნაწილს. მისივე თქმით, ამის შემდეგ იქნება „გავრილოვის საქმე, რაც სასამართლო სისტემის კომიკურობაზე მეტყველებს“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები