LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ ბაზარზე საოჯახო და პროფესიონალური ხსნარების ახალი ბრენდი – GRASS გამოჩნდა

1

შ.პ.ს ეკოლაინი, რომელიც ქართულ ბაზარზე ცნობილია, როგორც Cleanpark სიახლეებს ნერგავს. კომპანია ამჯერად ანვითარებს საოჯახო და პროფესიონალური ხსნარების ახალ ბრენდს, სახელად GRASS. როგორც Cleanpark-ში აცხადებენ, ეს არის გერმანული ინგრედიენტებით წარმოებული რეცხვისა და წმენდის საშუალებები, რომელიც უმაღლესი  ხარისხისაა.

„აღნიშნული ბრენდის საქონელი სულ მალე უფრო ფართოდ იქნება წარმოდგენილი საცალო სავაჭრო ქსელებსა და მაღაზიებში. ხოლო საქართველოს ავტოსამრეცხაო მიმართულება უკვე მარაგდება GRASS-ის ხსნარებით”, – აღნიშნეს Cleanpark-ში.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის მიწურულს Cleanpark-ი ფასდაკლების აქციასაც გეგმავს. აქცია გავრცელდება Cleanpark-ის შოურუმში არსებულ ყველა ბრენდის საქონელზე.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, 2019 წელს Cleanpark-ი მომარაგებს პირველ რიგში „ნიკორას” ქსელსს GRASS-ის პროდუქციით, რაც საშუალებას მისცემს ქართველ მომხმარებელს გაიცნოს ამ ბრენდის საქონელი და აღიაროს მისი მაღალი ხარისხი. ამავე წელს იგეგმება მუდმივი აქციები KARCHERIS-ის საქონელზეც, რის შესახებაც განთავსდება პოსტები Cleanpark-ის ფეისბუქგევრდზე.

კომპანიის შესახებ

შ.პ.ს „ეკოლაინი” დაარსებულია 1997 წელს და ბაზარზე ცნობილია როგორც Cleanpark. კომპანიის შოურუმი მდებარეობს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, უზნაძის 2 ნომერში.

Cleanpark პირველი კომპანიაა, რომელმაც 21 წლის წინ წარმოადგინა ცნობილი გერმანული ბრენდი KARCHER საქართველოს ბაზარზე და პირველმა დაიწყო გერმანული სისუფთავის სტანდარტის დამკვიდრება საქართველოში. Cleanpark-ი წარმოადგენდა KARCHER-ის ბრენდის სრულ ასორტიმენტს დასუფთავების მიმართულებით და დღეს უკვე წარმოადგნეს ასევე სხვა ბრენდებს იგივე მიმართულებით: რეცხვა, წმენდა, დასუფთავება – აქ იგულიხმება როგორც აპარატურა, ასევე ხსნარები და სარეცხი საშუალებები.

Cleanpark სახელწოდებიდან გამომდინარე არის ტექნიკისა და სხვა საშუალებების “პარკი”, რომელიც ემსახურება დასუფთავების ყველანაირი ამოცანის გადაჭრას. Cleanpark-ი მომხმარებელს სთავაზობს მაღალი წნევით რეცხვის დანადგარებს, მტვერსასრუტებს, იატაკის მორეცხვისა და მოპრიალების აპარატურას, თანამედროვე ორთქლის მტვერსასრუტებს, ეზოს მოვლის საშუალებებს როგორც ბალახის საკრეჭ მანქანებს, ასევე მორწყვის ხელსაწყოებს, 200-ზე მეტი დასახელების საოჯახო და პროფესიული რეცხვის და წმენდის ხსნარებს და ქიმიკატებს. გარდა ტექნიკის გაყიდვისა, Cleanpark-ი მომხმარებელს სთავაზობს მაღალ კვალიფიციურ ტექნკურ სერვისს, პროფესიონალურ კონსულტაციას ,რომელიც დაგროვილია 21 წლის გამოცდილების შედეგად. Cleanpark არა მხოლოდ ყიდის ტექნიკას, არამედ მომხმარებელს სთავაზობს ამოცანის დ პრობლემის გადაჭრის ყველაზე ეფექტიან გადაწყვეტას.

დღეს Cleanpark-ი წარმოადგენს შემდეგ ბრენდებს: KARCHER, MTD  Wolfgarten, GRASS, OMAX, PUBERT. იმპორტი ხორციელდება ევროპის ქვეყნებიდან და ასევე რუსეთიდან.

Cleanpark-ი პირველ რიგში გამოირჩევა პროფესიონალიზმით, რაც უადვილებს მომხმარებელს ზუსტად მიაგნოს იმ საშუალებას და საქონელს, რომელიც ზუსტად ემსახურება მისი ამოცანის გადაჭრას. Cleanpark-ი მას სთავაზობს ევროპულ საქონელს, ამიტომ მისი ხარისხი საკმაოდ მაღალია, ფასები კი მოქნილი.

ამ ეტაპზე Cleanpark-ის საქონელი იყიდება თბილისში, უზნაძის 2 ნომერში მდებარე შოურუმში. ასევე ბათუმის ფილიალში, მისამართზე ჭავჭავაძის 21. რაც შეეხება უშუალოდ GRASS-ის ბრენდს, ის წარმოდგენილია მაღაზია „დომინოში”, მალე კი განთავსდება „ნიკორას” ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები