LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ ბაზარზე შოკოლადის წითელი კვერცხები გამოჩნდა

768
92241135-4370912952922558-3445406830522531840-o (1)

საქართველოში, სააღდგომოდ, წითელი კვერცხების შოკოლადისგან წარმოება დაიწყეს. პროდუქციას ქართული ნატურალური ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია ”ჩირიფრუტი” უშვებს.

როგორც  კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი სოფო ჯიქია აცხადებს, ეს არის სააღდგომოდ საუკეთესო საჩუქარი, ცხადია, პასკასთან ერთად. აღსანიშნავია, რომ „ჩირიფრუტი“ პასკებსაც ამზადებს. კომპანია საკუთარ, საფირმო პასკას თავისივე რეცეპტით აცხობს.

„გვაქვს 3 ზომის უგემრიელესი პასკა. ვიღებთ შეკვეთებს ჩვენი მომხმარებლისგან. ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კი, სასურველ პროდუქციას, იქნება ეს შოკოლადის კვერცხები, თუ პასკა, მომხმარებელს ადგილზე ვაწვდით. მიტანის სერვისი ხორციელდება მხოლოდ თბილისის მასშტაბით“, – ამბობს სოფო ჯიქია.

შეგახსენებთ, შპს ”ჩირიფრუტი” ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. კომპანია რამდენიმე სახეობის ჩირს (ვაშლის, ქლიავის, ფეიხოს, ხურმის, კივის), ტყლაპს (ქლიავის, ვაშლის, გოგრის, შერეული ხილის), ცუკატებსა და შოკოლადის ჩურჩხელებს აწარმოებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები