LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ ბაზარზე ”წუნია” ბავშვებისთვის ახალი პროდუქცია გამოჩნდა

978

შპს „კოვერნეტი“ ”წუნია” ბავშვების მშობლებს ახალ პროდუქციას სთავაზობს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, აღნიშნული პროდუქტი უნიკალურია და მისი იმპორტი ამერიკიდან ხორციელდება.

”ჩვენი კომპანია ახორციელებს ამერიკული კომპანიის „Abbott Nutrition“-ის პროდუქციის დისტრიბუციას. რაც შეეხება ”წუნია” ბავშვების საკვებს – PediaShur-ს , ის გამოიყენება იმ პატარებისთვის, რომლებსაც აქვთ არჩევითი მადა და ჭამენ მხოლოდ ერთი და იგივე საკვებს.  რაც მთავარია, PediaShur-ის გამოყენება „წუნია“ ბავშვებში ხელს უწყობს  ჯანმრთელ  და სრულფასოვან განვითარებას”, – განაცხადეს კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით,  აღნიშნული პროდუქცია აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. რაც შეეხება საქართველოს, მისი რეალიზაცია დიდ სააფთიაქო და სავაჭრო ქსელებში ხორციელდება. მაგალითად, ”ფრესკოში”, ”გუდვილში”, ”ფარმადეპოსა” და ”ჯიპისიში”. გასაყიდი ფასები კი 6-დან 7,50 ლარამდე მერყეობს.

ცნობისთვის,  შპს „კოვერნეტი“ 2014 წელს დაარსდა. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება ამერიკული კომპანიის „Abbott Nutrition“-ის პროდუქციის დისტრიბუციაა საქართველოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები