LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ და ბელარუსულ კომპანიებს შორის 29 ხელშეკრულება გაფორმდება

108

საქართველოსა და ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით, დღეს საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმი გაიმართა.

როგორც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა განაცხადა, დღეს ქართულ და ბელარუსულ კომპანიებს შორის 29 ხელშეკრულება გაფორმდება, რომელთა საერთო ღირებულებაც 9 მილიონ აშშ დოლარამდეა.

“საქართველო-ბელარუსის ბიზნეს ფორუმში 64-ზე მეტი ბელარუსული კომპანიის 117-მა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ძალიან მაღალია ინტერესი ქართული კომპანიების მხრიდანაც. 500-ზე მეტი ორმხრივი შეხვედრაა დაგეგმილი. ვიზიტის ფარგლებში 8 მლნ ნახევარ დოლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულებებს მოეწერება ხელი. ბოლო სამი წლის განმავლობაში მესამე ფორუმია და ინტერესი ორივე ქვეყნის კერძო სექტორებიდან ძალიან მაღალია, რაზეც მეტყველებს გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა. საქმიანობის სფეროს ფართო სპექტრია წარმოდგენილი, მათ შორის მშენებლობა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ფარმაცევტული ბიზნესი, ტურიზმი და ა.შ. სექტორების ფართო სპექტრია წარმოდგენილი”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესდელეგაცია საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტის ფარგლებში ჩამოვიდა. ბიზნესფორუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსიმ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა და ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ვლადიმერ ულახოვიჩმა გახსნეს.

ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია ასევე ქალაქ მინსკის ბიზნეს-სექტორისა და საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენლების შეხვედრა. სექტორულ ქართულ ონისძიებაში მონაწილეობას იღებს 100-მდე ბელარუსული კომპანია. ისინი დაინტერესებულნი არიან საქართველოში პარტნიორების მოძიებით და წარმოადგენენ შემდეგ სექტორებს: კვების მრეწველობა, მანქანა-დანადგარების წარმოება, მშენებლობა, ლოგისტიკა და ტურისტული სააგენტოები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები