LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ პირბადეებს ევროპულ ქვეყნებსა და აშშ-ში ყიდულობენ

47
100090003-3039126106177028-5765553171753598976-o

უცხოეთში ქართული წარმოების პირბადეების ექსპორტი დაიწყო. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, კერძო კომპანიების მიერ პოლიპროპილენისგან წარმოებული პირბადეები ექსპორტზე ევროპულ ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გავიდა.

„დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადრე იმპორტიორი ქვეყანა ვიყავით, ახლა კი პირბადეების ექსპორტიორი ქვეყანა ვართ. ევროპულ ქვეყნებში, უკრაინაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში გავიდა ექსპორტზე, მანამდე ჩვენ ვკრძალავდით, რადგან ვუყურებდით, რომ შიდა ბაზარი გაჯერებულიყო“, – განაცხადა ნათია თურნავამ სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

რაც შეეხება დოლბანდის 12-შრიან პირბადეებს, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებშია წარმოებული, მინისტრის განცხადებით, ამ დროისთვის, 5 მილიონამდე პირბადეა წარმოებული და სააფთიაქო ქსელები მარაგდება. მათი ექსპორტი არ განიხილება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები