LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ავიაკომპანია ევროკავშირის ქვეყნებში ვეღარ იფრენს

138
57978628-662674534179714-2983630982151667712-n

ქართულ ავიაკომპანია Myway Airlines- ევროკავშირის ბაზარი ჩაეკეტა. avianews.ge-ის ინფორმაციით, Myway Airlines-მა გერმანიაში ფრენებზე უარი მიიღო, რასაც საბოლოოდ ევროკომისიის უარიც მოჰყვა.

გამოცემის ცნობითვე, გერმანიის საავიაციო ხელისუფლების მიერ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის მიწერილ წერილში ნათქვამია, რომ Myway Airlines-ის მიერ საქართველოსა და გერმანიას შორის ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით უწყებამ დეტალურად შეისწავლა კომპანიის განაცხადი და სხვა დამატებითი ინფორმაცია. გერმანიის საავიაციო ხელისუფლებამ დოკუმენტების საფუძველზე დაასკვნა, რომ კომპანია ვერ აკმაყოფილებს საქართველოს და ევროკავშირს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ მოთხოვნებს.

ის, რომ ევროკავშირის ბაზარზე ფრენების უფლება Myway Airlines-ს აღარ აქვს, ავიაკომპანიაშიც ადასტურებენ. avianews.ge Myway Airlines-ის კომერციული დირექტორი იგორ აფციაურის კომენტარს აქვეყნებს.

აფციაური ამბობს, რომ დღეისათვის ავიაკომპანიას ევროკავშირის ბაზარზე დაშვების უფლება არ ეძლევა, ეს იმ ფონზე როდესაც ავიაკომპანიას გასულ წელს იტალიის, უნგრეთისა და საბერძნეთის ბაზრებზე დაშვების უფლება უკვე ჰქონდა. Myway Airlines-ის კომერციული დირექტორი უარის მიღების მიზეზებსაც განმარტავს.

„უარის მიზეზი არის ის, რომ ჩვენ თითქოს ვარღვევთ რეგულაციას, რომელიც უკავშირდება ავიაკომპანიის წილობრივ მდგომარეობას, ვინ მართავს კომპანიას და ვინ უწევს მას ზედამხედველობას. ევროკავშირის კანონმდებლობის მიხედვით, ავიაკომპანიის 51%-ი უნდა იყოს ევროკავშირის მოქალაქეზე გაფორმებული, ან ევროკავშირში რეგისტრირებულ კომპანიის საკუთრება. ასევე ხელმძღვანელი პირი, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებებს იღებს კომპანიაში ისიც უნდა იყოს ევროკავშირის მოქალაქე, ჩვენს შემთხვევაში კი საქართველოს მოქალაქე“, – აცხადებს აფციაური.

შეგახსენებთ, Myway Airlines-მა, რომელიც ჩინური ინვესტიციებით დაფუძნებული, თუმც საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიაა, წილების გადათამაშება მოახდინა და დღეისათვის კომპანიის 51%-იანი წილის მფლობელი იგორ აფციაურია, ხოლო 49%-ს Limited Liability Company Georgian Huashun International Industrial Investment Group Ltd-ი ფლობს. ავიაკომპანიის გენერალური დირექტორი კი ჩინეთის მოქალაქე ლიუ ჟენგლიანგია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები