LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული „ჯორჯიან ბასი“ Ryanair-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა

321
Untitled

Georgian Bus-ი საქართველოში ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა. როგორც Georgian Bus-ში აცხადებენ, ეს პარტნიორობა მგზავრებისთვის უფრო მეტი კომფორტის გარანტია იქნება.

Ryanair-ისა და Georgian Bus-ის პარტნიორობის საფუძველზე, მგზავრს Georgian Bus-ის ტრანსფერის დაჯავშნა/ყიდვა Ryanair-ის ვებგვერდიდან შეეძლება.

„შეიძინეთ ბილეთები ევროპის სასურველი მიმართულებით და დაჯავშნეთ შესაბამისი ტრანსფერი ავიაკომპანიის ვებგვერდის თქვენი ანგარიშიდან!

შეარჩიეთ ტრანსფერის თქვენთვის მოსახერხებელი ფორმა:

? ავტობუსის სერვისი;

? ინდივიდუალური ტრანსფერი;

? ტაქსის სერვისი;

ჩვენ ვიზრუნებთ, თქვენს უსაფრთხო, დროულ და კომფორტულ გადაადგილებაზე”, – ნათქვამია Georgian Bus-ის განცხადებაში.

1 იანვრიდან საქართველოში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია იფრენს

„ინდიგო“ იწყებს ყოველდღიურ ფრენებს დელი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით

 

შეგახსენებთ, Ryanair ქართულ საავიაციო ბაზარზე ოპერირებას 6 ნოემბრიდან იწყებს. უფრო კონკრეტულად, ზუსტად ამ თარიღიდან Ryanair ქუთაისის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით ფრენებს კვირაში 2-2 სიხშირით შეასრულებს.  ხოლო თბილისის აეროპორტიდან კვირაში 4 სიხშირით იფრენს მილანში (2019 წლის 6 ნოემბრიდან), ხოლო 3 სიხშირით – კიოლნში (2020 წლის აპრილიდან).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები