LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული კომპანია ევროპას და აშშ-ს ცხოველების ავეჯით ამარაგებს

233
დ

შინაური ცხოველების ავეჯის მწარმოებელი ქართული კომპანია ჯორჯიან პროდაქტს“, რომელიც 100%-ით საექსპორტო მიმართულებით საქმიანობს, საკუთარი ნაწარმის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციასაც გეგმავს.

ცხოველების ავეჯის წარმოება კომპანიამ 5 წლის წინ ერთი დასახელების პროდუქტით და 12 თანამშრომლით დაიწყო, დღეს კი, საწარმოში დასაქმებული 550-ზე მეტი ადამიანი 100-მდე სახეობის პროდუქციას აწარმოებს, რომლებზეც დიდი მოთხოვნაა ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ში.

კომპანიის დაარსება შესაძლებელი გახდა სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ სესხის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში.

„ვართ წმინდა საექსპორტო კომპანია. ჩვენი ძირითადი ბაზარი არის ევროკავშირი და აშშ. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი პროდუქტი შექმნილია ხარისხიანი ნედლეულით, ევროპის ბაზარზე საკმაოდ კონკურენტუნარიანია როგორც ფასით, ისე ხარისხით“, – აცხადებს ბექა მამულაშვილი, „ჯორჯიან პროდაქტს“-ის ხელმძღვანელი.

მისივე ინფორმაციით, ბოლო პერიოდში, „ჯორჯიან პროდაქტს“-ის ნაწარმზე მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზეც გაჩნდა, შესაბამისად, კომპანია გაყიდვების დაწყებას ქვეყნის შიგნითაც გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები