LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული კომპანია GLOBAL AUTO IMPORT უცხოურ ბაზარზე წარმომადგენლობებს გახსნის

1986
74336785-2539732316114464-589446512908435456-n

ქართული კომპანია GLOBAL AUTO IMPORT უცხოურ ბაზარზე შესვლას და წარმომადგენლობების გახსნას გეგმავს. კერძოდ, ოფისების გახსნა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში და უკრაინაში განიხილება. ამის შესახებ „ფორტუნას“ GLOBAL AUTO IMPORT-ის დირექტორმა ივანე ბიჩინაშვილმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, GLOBAL AUTO IMPORT ქართულ ბაზარზე 2017 წლის იანვარში გამოჩნდა. კომპანია ამერიკიდან ავტომობილების იმპორტით არის დაკავებული.

„ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ უმოკლეს დროში ყველაზე იაფი ტარიფებით, ავტომობილის უსაფრთხო ტრანსპორტირებას საქართველოს პორტამდე. ჩვენთან ავტომობილის შეძენა უმარტივესია. ჩვენი გაყიდვების მენეჯერი ეხმარება მომხმარებელს ფინანსებსა და საჭიროებაზე მორგებული მოდელის შერჩევაში. მომხმარებლების კმაყოფილებაზეა ის ფაქტიც მორგებული, რომ ძირითადი მანქანების რაოდენობა ბათუმში ჩამოდის, რადგან 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ ჩვენი თანამშრომლები, რომ დროულად მოხდეს კონტეინერების გახსნა და მანქანების უსაფრთხო გაყვანა ტერმინალიდან“, – ამბობს ივანე ბიჩინაშვილი.

მისივე განმარტებით, GLOBAL AUTO IMPORT-ს წვდომა აქვს ამერიკის, კანადის, ალიასკის და ჰონოლულუს ლოკაციებზე, საიდანაც ავტომობილების იმპორტს ახდენს.

რაც შეეხება იმას, თუ რითი განსხვავდება GLOBAL AUTO IMPORT ქართულ ბაზარზე არსებული კოინკურენტებისგან, კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ მათთან ავტო ექსპორტისთვის საჭირო ნებისმიერი საბუთის აღდგენაა შესაძლებელი: BILL OF SALE, JUNK, SCRAP, PARTS ONLY. ამასთან GLOBAL AUTO IMPORT-ს აქვს წვდომა, დახურულ აუქციონებზე, ყოველგვარი შუამავლის გარეშე.

ცნობისთვის, GLOBAL AUTO IMPORT ამჟამად ოფისს მხოლოდ დედაქალაქში ფლობს, თუმცა უახლოეს პერიოდში გახსნის ოფისებს ქუთაისში, გორში, ბათუმში, რუსთავში, ბაქოში და იგეგმება წარმომადგენლობის გახსნა უკრაინაშიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები