LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული კომპანია TikTok-სა და Jaguar-თან ერთად, საუკეთესო ხუთეულშია – ის გამარჯვებისთვის იბრძვის

385
1

შესაძლოა, ყავის კომპანია „მეამას“ შენობა მსოფლიოში საუკეთესო არქიტექტურად დასახელდეს. ქართული კომპანია გამარჯვებისთვის იბრძვის და ის უკვე საუკეთესო ხუთეულშია. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ თავად „მეამა“ ავრცელებს.

„ჩვენი შენობა TikTok-სა და Jaguar-თან ერთად, Architizer A+ Awards საუკეთესო ხუთეულშია და წარდგენილ სამივე კატეგორიაში ლიდერობს“, – აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ცნობით, Architizer A+Awards მსოფლიო არქიტექტურის კუთხით, ყველაზე მასშტაბური კონკურსია, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოში წლის საუკეთესო, მნიშვნელოვანი, საინტერესო და გამორჩეული არქიტექტურული პროექტების პოპულარიზაციას.

„მეამას“ შენობა წარდგენილია 3 კატეგორიაში, ესენია: ინტერიერის დიზაინი; დაბალსართულიანი საოფისე სივრცეები და არქიტექტურა+ბეტონი.

https://www.facebook.com/MeamaCoffee/videos/747173346033322/

 

შეგახსენებთ, „მეამა“ მაღალტექნოლოგიური კაფსულის ყავის მწარმოებელი ქართული კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ერთადერთია, ვინც ერთდროულად აწარმოებს, როგორც ევროპული, ისე ამერიკული ფორმატის ყავის კაფსულებს. საწარმოში ასევე მზადდება წმინდად დაფქული ყავა, რომელიც გემოს სრულად  შენარჩუნების მიზნით, ინდივიდუალურ შეფუთვაშია მოთავსებული.

„მეამას“ ყავის ქარხანა 30 ათას კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და წარმოადგენს ბრენდის ერთ-ერთ უმთავრეს ღირებულებას. შენობა ყურადღებას იქცევს თავისი განსხვავებული არქიტექტურით და ის 2019 წელს საუკეთესო ინდუსტრიული შენობის კატეგორიაში „ArchDaily&Strelka Award“-ის გამარჯვებული გახდა.

„მეამა“ მომხმარებელს სთავაზობს ინოვაციურ და განსხვავებულ გამოცდილებას. ამჟამად შექმნილია 15-ზე მეტი განსხვავებული ნაზავი (მათ შორის უკოფეინო), რაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს მარტივად აღმოაჩინოს საკუთარი გემო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები