საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციის მიმართულების წარმომადგენლები 22 ნოემბერს, რუმინეთში, ბუქარესტში გამართულ ღონისძიებაში Caspian-Black Sea Forum 2017, მიიღებენ მონაწილეობას.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, რუმინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებულ ღონისძიებზე, რომელსაც 40-ზე მეტი რუმინული კომპანია დაესწრება, 5 ქართული ექსპორტიორი კომპანიის პროდუქცია იქნება წარმოდგენილი: შპს „ზეარისი“, შპს „სნო“, შპს „ნატახტარი“, შპს „ნუგბარი“, და შპს „გემუანი“.

ღონისძიების ფარგლებში, 4 ქვეყნის – საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთის და თურქმენეთის წარმომადგენლები დაინტერესებულ პირებს გააცნობენ თითოეული ქვეყნის ბიზნესგარემოს, საინვესტიციო კლიმატსა და იმ მექანიზმებს, რასაც სახელმწიფო სთავაზობს კერძო სექტორის წარმომადგენლებს.

Caspian-Black Sea Forum 2017 ფორუმის ფარგლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულების წარმომადგენლებს დაგეგმილი აქვთ მნიშვნელოვანი ბიზნეს შეხვედრები რუმინულ კომპანიებთან წარმოებისა და ბიზნეს-პროცესების აუთსორსინგის (BPO) მიმართულებით.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05