LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული მარშის” აქტივისტებს სასამართლომ ფულადი ჯარიმა დააკისრა

190

13 მაისს რუსთაველის გამზირზე კონტრაქციის დროს დაკავებულ 10 აქტივისტს სასამართლომ ფულადი ჯარიმა დააკისრა, ერთს კი სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. კონტრაქციის წევრები, რომელთა შორის ე.წ. “ქართული მარშის” წარმომადგენლებიც არიან, პოლიციამ 13 მაისს დააკავა.

აქტივისტები 12 მაისს კლუბში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, პარლამენტის წინ შეკრებილი ახალგაზრდების წინააღმდეგ კონტრაქციას მართავდნენ და მათ დაშლას ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები