LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნება” – 60 მანდატი, ენმ – 36 მანდატი – ცესკომ 31 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი მიიღო

94
22

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი მიიღეს. ცესკოს მონაცემების მიხედვით, მანდატები ასე გადანაწილდა:

„ევროპული საქართველო“ – 3,79 %, 5 მანდატი.

„ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ – 27,18%, 36 მანდატი

„პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%, 4 მანდატი

„ლეიბორისტული პარტია“ – 1%, 1 მანდატი

„მოქალაქეები-ალეკო ელისაშვილი“ – 1,33 %, 2 მანდატი

„გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3,15%, 4 მანდატი

„გირჩი“ – 2,89%, 4 მანდატი

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – 48,22%, 60 მანდატი.

„ლელო“ – 3,15%, 4 მანდატი

ამასთან, 30 მაჟორიტარულ ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა და პარლამენტში მათი მანდატების საერთო რაოდენობა 90 მანდატია.

21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. მეორე ტურში 7 პარტიის წარმომადგენლები გავიდნენ. თუმცა ოპოზიციამ არჩევნებს გაყალბებული უწოდა და მეორე ტურში მონაწილეობა არ მიუღია.

ცესკოს შემაჯამებელი სხდომა სამი პარტიის წარმომადგენელმა დატოვა, პარალელურად იმართება აქცია-პერფომანსი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები