LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნება საერთაშორისო თაღლითად ჩამოყალიბდა” – გიორგი მარგველაშვილი

88
unnamed (1) (5)

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი აცხადებს, რომ პარტია “ქართული ოცნების” იმიჯი საერთაშორისო პარტნიორებთან შელახულია და ამიტომ გიორგი მარგველაშვილი შიშობს, რომ ეს საქართველოზე უარყოფითად არ აისახოს. მისი თქმით, მმართველი პარტია საერთაშორისო თაღლითად ჩამოყალიბდა და ამას არა მხოლოდ ქართულ პოლიტიკაში ჩახედული პირები ამჩნევენ, არამედ საერთაშორისო პარტნიორებმაც არაერთხელ მიუთითეს. გიორგი მარგველაშვილმა კომენტარი 8 მარტის შეთანხმებაზე გააკეთა.

“ჩვენ, სამწუხაროდ, ვართ რეალობაში, როდესაც ხელისუფლება ისეთი პერმანენტულობით იტყუება, რომ ეს გახდა უბრალოდ სტილი და ფორმა, ამ პოლიტიკური ძალის იდეოლოგიური საფუძველი. ვხედავთ კიდევ ერთ მარტივ, თაღლითურ მცდელობას, გაექცე პასუხისმგებლობას”, – განაცხადა მარგველაშვილმა “მთავარის” ეთერში.

საქმის ვითარება კი ასეთია – ოპოზიცია აცხადებს, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი მთავრობამ არ შეასრულა და არ გაათავისუფლა პოლიტპატიმრები. ხელისუფლება კი განმარტავს, რომ არანაირი შეთანხმება ე.წ. პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით არ დადებულა და ამის ვალდებულება “ქართულ ოცნებას” არ აუღია.

პოლიტიკურ “გარჩევაში” მესამე მხარე ჩართეს – საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსი და კონკრეტულად ის ელჩები, რომლებიც აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ, თუმცა, გუშინ საღამოს აშშ საელჩომ განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ დოკუმენტის გასაჯაროვება დაუშვებელია, ორივე მხარეს კი ორივე პუნქტის შესრულებისკენ მოუწოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები