LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნების“ ლიდერები გაფიცული მაღაროელების მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვენ

119
fa155b095660468a7cc1489be5d66811_XL

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„დღეს ჭიათურაში შევხვდით გაფიცულ მაღაროელებს და მოვისმინეთ მათი მოთხოვნები. შეუძლებელია, ვინმემ მოუსმინოს ამ ადამიანებს და გულგრილი დარჩეს მათი პრობლემების მიმართ. ჩვენ მოვუწოდეთ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“, მოესმინათ მაღაროელებისთვის და მიეღოთ ზომები მათი სამართლიანი მოთხოვნების შესასრულებლად. სამწუხაროა, რომ დღევანდელი მოლაპარაკება შეთანხმებით ვერ დასრულდა.

მოვუწოდებთ კომპანიის ხელმძღვანელობას, დაუყოვნებლივ განაგრძონ მოლაპარაკებები, გაითვალისწინონ გაფიცულთა ყველა სამართლიანი მოთხოვნა და დაიწყონ ზრუნვა მათი სოციალური და შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე.

თუ მომდევნო დღეებში მოლაპარაკებები არ დასრულდება შეთანხმებით, ჩვენ კიდევ ერთხელ ჩავერთვებით საქმეში და მივიღებთ ზომებს მაღაროელების სამართლიანი მოთხოვნების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, პარტიის პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.

ჭიათურაში “ჯორჯიან მანგანეცში” მომუშავე 15-მა მაღაროელმა შიმშილობა მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართული ოცნების” ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთი შეხვედრა კომპანიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასთან გამართეს.

მაღაროელების ნაწილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა

15-მა მაღაროელმა მერიის წინ შიმშილობა დაიწყო

მაღაროელებმა “ჭიათურა მანგანეცის” ხელმძღვანელობას თავიანთი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააცნეს, მათ შორის ხელფასის 50%-ით გაზრდა, რაზეც შეთანხმება ვერ შედგა და მაღაროელებმა პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართეს.

“ჯორჯიან მანგანეცის” გენერალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი ამბობს, რომ კომპანიას დღეს ხელფასების მაქსიმუმ 10-15%-ით გაზრდა შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები