LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნების“ მიერ თბილისში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებით, კახა კალაძეს გამოკითხულთა 57.9% უჭერს მხარს, ნიკა მელიას – 27.8%, გიორგი გახარიას – 5.3%

392
BeFunky-collage

„ქართული ოცნების“ მიერ თბილისში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებით, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის კახა კალაძე ლიდერობს.

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ამილახვარმა პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ თბილისში ჩატარებული მორიგი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

„კითხვაზე, ხვალ რომ თბილისის მერობის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას”, – პასუხები შემდეგი სახით განაწილდა”

  • კახა კალაძე-„ქართული ოცნება“-57.9%
  • ნიკანორ მელია -„ნაციონალური მოძრაობა“-27.8%
  • გიორგი გახარია-„საქართველოსთვის“-5.3%
  • ანა ბიბილაშვილი-„ლელო“-2.5%
  • გიორგი ლომია-„პატრიოტთა ალიანსი“-2.1%
  • ანა დოლიძე-„ხალხისთვის“-1.6%
  • თამარ კეკენაძე_“მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი“-0.6%
  • მიხეილ ქუმსიშვილი-„ლეიბორისტული პარტია“-0.5%
  • სხვა კანდიდატებზე გადანაწილდა 1.7%.

“თუ არჩევნები ამ შედეგებით დასრულდება, „ქართული ოცნებისა“ და კახა კალაძის გუნდი თბილისის საკრებულოში, მაჟორიტარების ჩათვლით, მყარ უმრავლესობას მოიპოვებს.

ჩვენ დარწმუნებული ვართ რომ 2 ოქტომბერს ჩვენი დედაქალაქის ამომრჩევლების მხარდაჭერით კახა კალაძე პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს  მისი საკრებულოს გუნდიც და შესაბამისად გაიმარჯვებს თბილისიც”,-განაცხადა ამილახვარმა ბრიფინგზე.

ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 16-20 სექტემბერს ჩატარდა და გამოიკითხა 2792 რესპოდენტი. ცდომილების ზღვარი 3% ია.

პოპულალურები