LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ოფისში ჩაკეტეს

139
f0685270814ce5f9fa4e6047fda08126

ქუთაისში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს ბოქლომი დაადეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და პარტიის მხარდამჭერები ოფისში იმყოფებიან, ხოლო „ქართული ოცნების“ წევრები და მხარდამჭერები შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე.

სიმბოლური “დაბოქლომება” ოპოზიციის ერთ-ერთ საპროტესტო ფორმა იყო.”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გია თევდორაძემ საპატრულო პოლიციას მოუწოდა, რომ დაშალონ ოფისთან მყოფი ქართული ოცნების აქტივისტთა ჯგუფი.

”თქვენ თუ არ დაშლით ჩვენ მივალთ და  დავიწყებთ დაშლას, ბიძინა ივანიშვილის და მთელი ქართული ოცნების მიზანი არის ძალის ეფექტის შექმნა, ასეთ პირობებში საქართველოს არანაირი მომავალი არ აქვს”-, ამბობს გია თევდორაძე.

რამდენიმე საათის წინ ,,ქართული ოცნების” აქტივისტებმა ნაციონალურ მოძრაობის ოფისთან ცოცხი და კვერცხები მიიტანეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

ოცნების მხარდამჭერებმა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისს კვერცხები და ცოცხები დაუშინეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები