LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნების” ოფისთან მხარდამჭერები იკრიბებიან [ფოტო]

46936584_1251546651651511_5995134244765040640_n-e1543419642495

თბილისში, “ქართული ოცნების” ოფისთან, სალომე ზურაბიშვილის და მმართველი პარტიის მხარდამჭერები იკრიბებიან. ოფისის ეზოში მოწყობილია სცენა და დიდი ეკრანი. როგორც ცნობილია, შეკრებილები ტელეკომპანია “იმედის” ეგზიტპოლებს ელოდებიან, ეკრანზე სწორედ “იმედია” ჩართული. “ფორტუნას” ჟურნალისტის ინფორმაციით, ეგზიტპოლების გასაჯაროვების შემდეგ, ადგილზე მმართველი პარტიის წარმომადგენლები განცხადებას გააკეთებენ.

შეკრებილებს შორის არიან “ქუჩის ბიჭები”. სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში ადგილზე კონცერტი გაიმართება.

შეგახსენებთ, დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევანის გაკეთება საზოგადოებას სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის უწევს. პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი 37,74%.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები