LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნების” პირობა: სხდომაში მონაწილეობას გავაგრძელებთ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია და მედია პოლიტიკური აქტივობისგან თავს შეიკავებს

61
218621827-496156678342169-920801220543405824-n

საქართველოს პარლამენტში ტექნიკური შესვენება უკვე მესამედ გამოცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით “ქართული ოცნების” წევრები სხდომაში მონაწილეობის მხოლოდ იმ შემთხვევაში გააგრძელებენ, თუ პირობას მიიღებენ, რომ ოპოზიცია და მედიის წარმომადგენლები პოლიტიკური აქტივობებისგან თავს შეიკავებენ.

“დასაჯეთ მოძალადეები” — ამ წარწერით პარლამენტის პლენარულ სესიაზე ჟურნალისტებმა საპროტესტო ბანერი მას შემდეგ გადმოფინეს. სწორედ ამ ბანერების ადგილიდან გატანას მოითხოვენ უმრავლესობის წევრები.

კახა კუჭავას თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, სხდომა სხვა დროისთვის გადაიდება. აღნიშნული განცხადებების შემდეგ კახა კუჭავამ უკვე მესამედ გამოაცხადა ტექნიკური შესვენება.

პარლამენტში მისულ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ოპოზიციურმა პარტიებმა სიტყვით გამოსვლა პირველივე წუთზე შეაწყვეტინეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები