LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნების” უმრავლესობა ივანიშვილის “ბუმაჟნიკის” დამცველად, მის მოლარეებად გადაიქცა: ხაბეიშვილი

177
Untitled design (1)

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ეხმიანება უმრავლესობის წევრის, დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, “თუ საქართველო სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, ქვეყანამ მასზე უარი უნდა თქვას, რადგან ღირსებას ვერ დავთმობთ”.

როგორც ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა “ქართული ოცნების” უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილის “ბუმაჟნიკის” დამცველად გადაიქცა და ამბობენ, რომ თუ ბიძინა ივანიშვილის მილიარდებს საფრთხე დაემუქრება, მაშინ მიგვიფურთხებია ევროპისთვისო”:

“რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენს ევროპულ მომავალს საფრთხე შეექმნას. არათუ აკეთებენ, გააკეთეს უკვე. ყველაფერი ჩაიდინეს, რაც შეიძლებოდა რომ გაეკეთებინათ და ჩაედინათ, რომ ევროპარლამენტარებს და ევროპას ისეთი წარმოდგენა ჰქონოდა ჩვენზე, რაც რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ მათ განცხადებებში და ვნახეთ რეზოლუციის სახით.

სამწუხაროდ, კობახიძის და ივანიშვილის ენაზე, რომ ვთქვათ “ქართული ოცნების” უმრავლესობა გადაიქცა ბიძინა ივანიშვილის “ბუმაჟნიკის” დამცველად, ბიძინა ივანიშვილის მოლარეებად. ამბობენ, რომ თუ ბიძინა ივანიშვილის მილიარდებს საფრთხე დაემუქრება, მაშინ მიგვიფურთხებია ევროპისთვის, ასეთი არც ევროპა გვინდა, არც განვითარება. სამშობლოსა და ქვეყანაზე ამბობს ეს ხალხი უარს, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის “ბუმაჟნიკს” არ დაემუქროს საფრთხე. ამ რეზოლუციამდეც უკვე პრობლემები ჰქონდა ბიძინა ივანიშვილის”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას.

მისივე თქმით, გუშინდელი დღე ქართველი ხალხისთვის შეურაცხმყოფელი იყო და ასეთი უსამართლო ევროპა საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ჯერ არ უნახავს.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ არანაირი სტატუსის ფასად არ ღირს ქვეყნის ღირსების დათმობა. “დღეს, სწორედ ევროპული ღირებულებების ერთ-ერთ შემქმნელ სახელმწიფოს თანამედროვე ევროპა დამამცირებლად გვექცევა”, – აღნიშნავს ხუნდაძე.

ლომჯარია ხუნდაძეს: რაო??? რას ბედავთ?! ქვეყნის სახელით ამის თქმის უფლება ვინ მოგცათ?