LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული სათამაშოებით ფრანგი, ესპანელი და გერმანელი ბავშვებიც ითამაშებენ

194
1

ქართული სათამაშოები ევროპის ბაზარზე გაიყიდება – წარმოებული პროდუქციის გატანას ექსპორტზე კომპანია „კუბიკი“ გეგმავს, რომლის დამფუძნებელიც, დავით კაციტაძე სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

მისი თქმით, ამ ეტაპზე „კუბიკს“ წარმოებაში 22 სახეობის  აქვს. 2019 წლის ბოლომდე წარმოება გაიზრდება 50 სახეობამდე. 2020 წლამდე კი, 200 სახეობის სათამაშოს წარმოებას გეგმავენ.

„ამ ეტაპზე სათამაშოების რეალიზაციას ქართულ ბაზარზე ვახორციელებთ და პროდუქტი დღეისათვის რამდენიმე დიდ ქსელში იყიდება. სამომავლო გეგმები, რა თქმა უნდა,  პროდუქციის ექსპორტსაც უკავშირდება და  გატანას საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის ბაზრებზე ვფიქრობთ“,- ამბობს კაციტაძე.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში მათ მიერ წარმოებულ პროდუქტზე მოთხოვნა, მომხმარებელთა ცნობიერების გაზრდასთან ერთად, დღითიდღე იზრდება.

„ამასთან, საკანონმდებლო ინიციატივის შესაბამისად, რომელიც ძალაში  2020 წლის 1 იანვრიდან შედის და საფრთხის შემცველი სათამაშოების იმპორტის შეზღუდვას გულისხმობს, ბაზარზე ადგილების გამოთავისუფლებას გამოიწვევს და ჩვენი პროდუქტის მოთხოვნას გაასამმაგებს. აღნიშნული სიცარიელის შესავსებად კი ჩვენი კომპანია, სრულიად მზადაა“, – ამბობს „კუბიკის“ დამფუძნებელი.

მისივე განმარტებით, „კუბიკის“ სათამაშოები გამოირჩევა ხარისხითა და ეკოლოგიურობით:  „ამასთანავე, ვცდილობთ მაქსიმალურად სწორად მოვარგოთ დიზაინი და მივანიჭოთ სწორი დანიშნულება, რომელიც საბოლოო ჯამში ჰარმონიული რწყმაა ქართული და ამავდროულად ევროპული სტანდარტების მიხედვით შექმნილი სათამაშოსი“, – ამბობს დავით კაციტაძე.

ცნობისთვის, “კუბიკის” დამფუძნებელი დავით კაციტაძე სააგენტოს „აწარმოე საქართველოშის“ კვირის მეწარმე გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები