LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული წარმოება იქნება სამომავლოდ მთავარი პრიორიტეტი

84
Sowing+Seeds-JYG

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის პოსტკრიზისული გეგმის პირველი და მნიშვნელოვანი მიმართულება ადგილობრივი წარმოების განვითარებაა, რადგან მნიშვნელოვანია ქვეყანას ჰქონდეს საკუთარი რესურსი ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

“ჩვენ გვაქვს ამის პოტენციალი სოფლის მეურნეობაში და სოფლის მურნეობის გადამამუშავებელ ინდუსტრიებში, როგორიცაა თევზჭერა და ქართული თევზის წარმოება. როგორიცაა- ბოსტნეულის წარმოება, რძე და რძის პროდუქტების წარმოება, ხორცი, ხორცის კონსერვები, მარცვლეული, ქართული ზეთი და ბევრი სხვა მიმართულება. ასეთივე პოტენციალი საკუთარი რესურსის საკუთარი ბაზრით უზრუნველყოფის, იმპორტის შემცირების და ჩანაცვლების ჩვენ გვაქვს სამშენებლო მასალებში. იქნება ეს ქართული კერამიკა, ქართული არმატურა თუ მოსაპირკეთებელი მასალები. შემდგომი ჩვენი პრეზენტაციისა და გეგმის ნაწილი იქნება ის, თუ როგორ უდგას ჩვენი მთავრობა და ჩვენი პოლიტიკური გუნდი ქართულ წარმოებას გვერდში. ქართული წარმოება იქნებ სამომავლოდ მთავარი პრიორიტეტი. ამის პირველ პროექტებს თქვენ უკვე ხედავთ აგარის შაქრის კომპინატის სახით. ის 500 ადამიანს დაასაქმებს და ადგილობრივ ბაზარს ადგილობრივი შაქრით მოვამარაგებთ სულ მცირე 45 პროცენტით,” – განაცხადა თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები