LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული წარმოების პირბადეები 41 საელჩოს და 23 საერთაშორისო მისიას გადაეცა

262
91518726-10156732037140899-1182222231061659648-o

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროების თანამშრომლობით, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს, კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სამედიცინო დამცავი ნიღბები გადაეცათ.

დამცავი ნიღბები საქართველოში აკრედიტებულ 41 საელჩოს და 23 საერთაშორისო მისიას გადაეცა.

ასევე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა უზრუნველყვეს ნიღბების გაგზავნა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისთვის და საკონსულო დაწესებულებებისთვის.

სამედიცინო დამცავი ნიღბები დამზადებულია საქართველოში, პროექტისაწარმოე საქართველოშიფარგლებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები