LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულია და კარგია – ბათუმში ულამაზეს, ფერად ვიტრაჟებს ამზადებენ (ფოტოები)

1055
1ფ

ბათუმში დამზადებული ფერადი და ორიგინალური ვიტრაჟები არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, უცხოეთშიც დიდ მოწონებას იმსახურებს და აქტიურად იყიდება.

Art Glass Studio 10 წელია დაარსდა და სახელოსნოს სწორედ ბათუმში ფლობს, სადაც ულამაზეს ვიტრაჟებს ამზადებენ. როგორც Art Glass Studio-ში აცხადებენ, მათ წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება.

„გააჩნია მომხმარებლის შეკვეთას, ფანტაზიას და შთაგონებას – ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ მაღალი ხარისხის ვიტრაჟებს, გრავირებას, ბარელიეფურ ჭრას მინაზე და სარკეზე. მუშაობის პროცესი ძალიან დიდ სიფრთხილესა და დაკვირვებას საჭიროებს – ეს საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია, თუმცა შედეგი იმდენად მშვენიერია, რომ ამად ღირს“,- აცხადებენ Art Glass Studio-ში.

აღსანიშნავია, რომ Art Glass Studio-ში ასევე ამზადებენ დეკოტატიულ სარკეებს, სანათებს,ბრებს,შირმებს და სხვადასხვა ულამაზეს აქსესუარებს.

კომპანია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი ბენეფიციარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები