LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულმა ავიაკომპანიამ ევროპის 5 უმსხვილესი ქალაქისკენ ფრენები შეწყვიტა

202
1-4-9

Georgian Airways კვლავ პრობლემების წინაშეა. გადაცემა „საქმიანი დილის“ პირდაპირ ეთერში ქართული ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ Georgian Airways-ის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ქართულმა ავიაკომპანიამ რამდენიმე ევროპული მიმართულებით ფრენები შეწყვიტა და ეს მიმართულებებია: ბარსელონა, ბოლონია, ბერლინი, პრაღა და ლონდონი.

როგორც რომან ბოკერია განმარტავს, ამ გადაწყვეტილების მიზეზი არის რუსეთიდან რეისების აკრძალვის გამო მიღებული ფინანსური ზარალი, რაც 26 მილიონამდე დოლარს აღწევს. ასევე ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ კონკურენტი უცხოური ავიაკომპანიები, “ვიზეარი” და “რაინეარი” ფინანსდებიან სახელმწიფოსგან და ქართული ავიაკომპანია მათთან კონკურენციაში მუდმივად წაგებულია.

ცნობისთვის, Georgian Airways ამ ეტაპზე ფრენებს ამსტერდამის, პარიზის და თელ–ავივის მიმართულებით განაგრძობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები