LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულმა ელექტრო მოტო-ველომ სტარტაპერების საერთაშორისო ჩემპიონატი მოიგო

1519
61763548_2349936561760108_4186577723201683456_n

„ბექსონი“ – ასე ჰქვია ველოსიპედებისა და ბაიკების მწარმოებელ ქართულ ბრენდს, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

„ბექსონის“ ბრენდის ელექტრო მოტო-ველო ქალაქ მინსკში გამართული, სტრატაპერების საერთაშორისო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, ბრენდის დამფუძნებელს ბექა ჯანუაშვილს კი ოქროს მედალი გადაეცა.

როგორც „ფორტუნასთან“  საუბარში ჯანუაშვილი განმარტავს, ეს გამარჯვება მარტო მისი პირადი გამარჯვება არ არის და ეს მთელი ქვეყნის გამარჯვებაა.

„მინსკში გამართულ ჩემპიონატში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი სტარტაპერი მონაწილეობდა, სხვადასხვა ინოვაციური პროექტითა და იდეით. თუმცა, ღონისძიების მთავარი ჯილდო „ბექსონის“ ელექტრო მოტო-ველომ მიიღო, რაც ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. მე მარტო ამას ვერ შევძლებდი, რომ არა ჩემი მეგობრების: კონსტანტინე მეგრელიშვილის, ზურაბ მეგრელიშვილის და იბრაიმ დიდმანიძის დახმარება“, – აღნიშნა ჯანუაშვილმა.

როგორც ახალგაზრდა ქართველი გამოგონებელი ამბობს, ის თვითნასწავლი კონსტრუქტორია ქალაქ ბათუმიდან. ველოსიპედებისა და ბაიკების აწყობა სწორედ ბათუმში, ბექას სახლში ხდება. ის ამ ეტაპზე მარტო მუშაობს, თუმცა სამომავლოდ საწარმოს გახსნას და სერიული წარმოების დაწყებას გეგმავს.

„ვაკეთებ ექსკლუზიურ ველოსიპედებს, მხოლოდ საკუთარი დიზაინითა და ესკიზების საშუალებით. პირველი მინი ჩოპერი 2015 წელს შევქმენი. 2018 წელს პირველი ელექტრო მოტო-ველო ავაწყვე. 3 წლის განმავლობაში კი შექმნილი მაქვს 10 -მდე ველობაიკი. საერთო ჯამში Bekson Custom Choppers-ის კონსტრუქციების ინსპირაციის წყარო გახლავთ ამერიკული მოტოციკლეტები, ,,ჩოპერები’’ და „ჰოტროდები“. მიღებული მაქვს მონაწილეობა შემდეგ გამოფენებში: ,,ექსპო-ბათუმი 2017-2018’’, ‘’Entrepreneur’s space 2018’’ თბილისი, ‘’Higher educational institutions for youth entrepreneurship’’ 2018 , სომხეთი“, – ამბობს „ბექსონის“ დამფუძნებელი.

გარდა ამისა, როგორც ბექა ჯანუაშვილი ამბობს, ის მუსიკალურ ინსტრუმენტებზეც მუშაობს და ქმნის ხელნაკეთ სხვადასხვა დიზაინის ინსტრუმენტს, რომელთა რეალიზაციასაც ადგილობრივ ბაზარზე ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები