LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულმა ღვინომ იაპონიაში “ბრილიანტის” ჯილდო მოიპოვა

117

„ვაზიანი კომპანის“ ღვინომ – „საფერავი 2015“ იაპონიაში, „საკურას“ კონკურსის უმაღლესი ჯილდო – “ბრილიანტი” (Diamond Trophy) მოიპოვა.

აღნიშნული ღვინო მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში „საკურას“კონკურსში (http://georgianwine.gov.ge/geo/new/13043) „ორმაგი ოქროს“ მფლობელი  გახდა და კონკურსის წესების თანახმად, წარდგენილი იყო გამოფენაზე „Foodex Japan 2017“ უმაღლესიჯილდოს  – “ბრილიანტის” (Diamond Trophy) მოსაპოვებლად.

„საკურას“ კონკურსის უმაღლესი ჯილდო „ვაზიანი კომპანის“ წარმომადგენელს დღეს ტოკიოში, „Foodex Japan 2017“-ზე საზეიმო ვითარებაში გადაეცა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვას უწოდებს აღნიშნულ წარმატებას.

„ვულოცავ კომპანიას ამ დიდ წარმატებას. მსგავს პრესტიჟულ კონკურსებში გამარჯვება   ხელსშეუწყობს როგორც კონკრეტული კომპანიის, ასევე  ზოგადად ქართული ღვინის ცნობადობისგაზრდას, პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას იაპონიის მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზარზე, სადაც ღვინის ეროვნულ სააგენტოს მიმდინარე წელს აქტიური მარკეტინგული ღონისძიებები აქვს დაგეგმილი” – აღნიშნა  გიორგი სამანიშვილმა.

საერთაშორისო კონკურსი „საკურა“(The 4rd “Sakura” Japan Women’s Wine Awards 2017) მასშტაბურიღონისძიებაა, რომელიც წელს მეოთხედ ჩატარდა. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაშიღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით – სომელიეებით, ღვინის მწერლებითა დაჟურნალისტებით. თებერვალში გამართულ კონკურსში ჯილდო სულ 12 დასახელების ქართულმაღვინომ  მოიპოვა –  ერთი „ორმაგი ოქრო“, ექვსი – ოქროს და ხუთი ვერცხლის მედალი.

აღნიშნულ კონკურსში ქართულმა ღვინომ უკვე მეორედ დაიმსახურა ეს უმაღლესი ჯილდო. 2015 წელს “ბრილიანტი” (Diamond Trophy) მიიღო კომპანია „ლუკასის“ ღვინომ „ჩხავერი“.

პოპულალურები