LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულმა ღვინომ პანდემიას აჯობა – ექსპორტის მაჩვენებლები პანდემიამდე პერიოდის მონაცემებს აღემატება

37
211379222-2836794616632190-2645995311971521539-n

ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია, დადებითი დინამიკა შენარჩუნებულია სტრატეგიულ ბაზრებზეც, – ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ბოლო წლების ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია:  პოლონეთი – 31% (2864152), ჩინეთი – 10% (2762922), ლიეტუვა – 38% (245940), ლატვია- 2% (809106), აშშ – 35% (502353), გერმანია – 4% (364459), ესტონეთი – 3% (348538) და დიდი ბრიტანეთი –  60% (283 830).

2021 წლის 6 თვეში საქართველოდან მსოფლიოს 56 ქვეყანაში  46,4 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13%-ით მეტია. ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 104 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ  მონაცემზე 7%-ით მეტია. ეს მაჩვენებელი ასევე აღემატება პანდემიამდე  პერიოდის მონაცემებს – 2019 წლის 6 თვეში საქართველოდან ექსპორტირებული იყო 98 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 40,5 მლნ ბოთლი ღვინო.

მთლიანად ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 170 მლნ აშშ დოლარი, რაც 13%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები