LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულმა გუნდმა ბრემენის საერთაშორისო სტუდენტური სტარტაპის კონკურსზე გაიმარჯვა

162

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თავისუფალი უნივერსიტეტისა და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებით შემდგარმა გუნდმა ბრემენის საერთაშორისო სტუდენტურ სტარტაპ Jacobs Startup Competition-ზე პირველი ადგილი მოიპოვა. ამის შესახებ ”ფორტუნას” თავისუფალი უნივერსიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, წელს, კონკურსზე დარეგისტრირებული 127 პროექტიდან ქართული გუნდი InGlove ტოპ 10-ულში მოხვდა, რის შემდეგაც სტუდენტები გერმანიაში გაემგზავრნენ საფინალო პრეზენტაციის საჩვენებლად. ქართულმა გუნდმა საბოლოო პრეზენტაცია პროექტით – “ინტერაქტიული ხელთათმანი” წარმოადგინა. ჟიურის გადაწყვეტილებით პირველი ადგილი სწორედ მათ დაიკავეს და აჯობეს ყველა დანარჩენ დარეგისტრირებულ პროექტს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

გამარჯვებული სტუდენტები არიან: გიორგი მეშველიანი – თსუ; დიმიტრი ცხოვრებაძე – თავისუფალი უნივერსიტეტი; გიორგი გაბარაშვილი – აგრარული უნივერსიტეტი.

ბრემენის საერთაშორისო სტუდენტურ სტარტაპი ყოველ წელს იმართება. სტარტაპში ტრადიციულად მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები მონაწილეობენ – როგორებიცაა: MIT, Stanford, Yale და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები