LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართულმა ოცნებამ“ ბრძოლის ეს ნაწილი მოიგო, რადგანაც შეძლო ერთიანი ოპოზიციის დაქსაქსვა: ხათუნა ლაგაზიძე

115
ხათუნა-ლაგაზიძის-პოზიცია-და-შეფასებები

„დღეს ოპოზიცია დგას უფრო მეტი გამოწვევების წინაშე, ვიდრე იყო პარლამენტში შესვლამდე“,-ასე აფასებს ოპოზიციის ექვსთვიანი ბოიკოტის შემდეგ პარლამენტში შესვლას პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე.

როგორ მან „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, მთავარი გამოწვევა ოპოზიციისთვის არის შიდა ბზარის გაჩენა და ზიანი, რომელიც გაერთიანებულ ოპოზიციას მიადგა.

„ოპოზიციისთვის ერთიანობა აუცილებელია იმისთვის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გადალახოს 43 პროცენტიანი ბარიერი, რომელიც დათქმულია რიგგარეშე არჩევნების პირობად. მეორე გამოწვევა მათი იმიჯური ზიანია, რომელიც ორივე მხარემ მიიღო, მათ, ვინც შევიდნენ პარლამენტში და მათ ვინც გარეთ დარჩნენ. ამ თვალსაზრისით „ქართულმა ოცნებამ“ ტაქტიკურად ბრძოლის ეს ნაწილი მოიგო, რადგანაც შეძლო ერთიანი ოპოზიციის დაქსაქსვა.

არსებობს კიდევ ერთი გამოწვევა, რის წინაშეც იდგა ოპოზიცია – რატომ ვერ ახერხებდა ის ერთდოულად საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან პრობლემაზე კონცენტრირებას. ეკონომიკა, სოციალური სფერო, კოვიდი”, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

როგორც პოლიტოლოგი ამბობს, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია საკუთარ ამომრჩეველს არ დაუბრუნდება, “ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ისინი დადებენ იმაზე ცუდ შედეგს, ვიდრე მათ აჩვენეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში”.

შეგახსენებთ, 6 თვიანი ბოიკოტის შემდეგ, ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში მივიდა. ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების ოპონენტებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები