LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულმა სავაჭრო ცენტრმა ოქროს დონის, უსაფრთხოების საერთაშორისო სერთიფიკატი მიიღო

71
Untitled

„გალერია თბილისმა” ოქროს დონის Shore (Safe Hospitality, Office, Retail, Environments) სერთიფიკატი მიიღო. Safe Asset Group-ის მიერ გაცემული შეფასება სავაჭრო ცენტრში უსაფრთხოების სტანდარტების და საოპერაციო რისკების მაღალ დონეზე დაცვას გულისხმობს.

მონიტორინგის პროცესში დეტალურად შემოწმდა და შეფასდა 640 პუნქტი შემდეგი მიმართულებებიდან: მართვის სისტემები და საოპერაციო რისკების მართვა, ქონების დაცვა, უსაფრთხოების მართვა, კრიზისისა და ბიზნესის უწყვეტობის მართვა, მოჯარეების და ვიზიტორების მართვა.

„მოხარულები ვართ, რომ უსაფრთხოების საერთაშორისოდ აღიარებული სერთიფიკატი საქართველოში და მთლიანად რეგიონში, საცალო გაყიდვების ბაზარზე პირველებმა სწორედ ჩვენ მოვიპოვეთ“, – ამბობს გალერია თბილისის დირექტორი ნიკა ცინცაძე.

შეგახსენებთ, გასულ პერიოდში გალერია თბილისმა ასევე კოვიდ 19-ის რეგულაციებთან შესაბამისობის სერთიფიკატი მიიღო. Safe Asset Group შვედური კომპანიაა, რომელიც საცალო გაყიდვების ბაზარზე, 77 ქვეყანაში, საოპერაციო რისკების შეფასების მიმართულებით მუშაობს და შესაბამის სერტიფიცირებას ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები