LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველ ექიმს, რომელმაც ბორტზე მყოფ პაციენტს ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა, მისგან კორონავირუსი გადაედო – ,,ბოლოს მისი ნათლია გახვდი”

209
irakllikvekveskviri

ქართველი ექიმი, თერაპევტი, კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ირაკლი კვეკვესკირი, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს და მუშაობს,  fortuna.ge-სთან საოცარ ამბავს იხსენებს, რომელიც კორონავირუსს უკავშირდება.

,,რამდენიმე თვის წინ, პეტერბურგიდან მოსკოვში მივფრინავდი. თვითმფრინავში ერთი ადამიანი ცუდად გახდა, ისე, რომ პირველად დახმარებას საჭიროებდა, რომელიც მე გავუწიე, ხელოვნური სუნთქვის ჩათვლით.

პაციენტი გადარჩა. თვითმფრინავდით სასწრაფოთი წაიყვანეს.

მეორე დღეს სამსახურში მივედი და ზარი შემოვიდა, სასწრაფოს კოვიდინფიცირებული მოჰყავდა. მივედი პაციენტთან და სწორედ ის აღმოჩნდა, ვისაც წინა დღეს ხელოვნური სუნთქვა ჩავუტარე… რა თქმა უნდა, კორონავირუსი მეც დამიდასტურდა. ვერაგულად შემაყარა, სიცხე, ფილტვების ანთებაც კი მქონდა, მაგრამ მშვიდად დავამარცხე. კორონავირუსს ვპირდები, უამრავ სიცოცხლეს გამოგტაცებ ხელიდან.

რაც შეეხება პაციენტს, ის გამოჯანმრთელდა და გაგიკვირდებათ, მაგრამ მე მისი ნათლია გავხდი“, აღნიშნავს ღიმილით ჩვენთან საუბრისას ქართველი ექიმი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები