LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველები გერმანიაში ლეგალურად 6-7 თვეში დასაქმდებიან

1734
37811-1

საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში ლეგალურად დასაქმებას დაახლოებით 6-7 თვეში შეძლებენ -ამის შესახებ საქართველოს ელჩმა გერმანიაში, ელგუჯა ხოკრიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „საღამოს Newsroom”განაცხადა.

ევროპის ქვეყნები, სადაც ქართველები ლეგალურად დასაქმდებიან

მოლაპარაკება 4 ქვეყანასთან მიმდინარეობს

„გერმანიის ჯერ ბუნდესტაგმა, შემდეგ ზედა პალატამ, მიიღო შესაბამისი კანონი, რომელიც ამოქმედდება დაახლოებით 6-7 თვეში, და რომელიც საშუალებას მისცემს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, რომ კანონიერად დასაქმდნენ გერმანიაში. აქ განიხილება, რომ საქართველოს მოქალაქეს ექნება უფლება, წინასწარ, გერმანიაში იპოვოს დამსაქმებელი და შემდეგ სამუშაო ვიზა მიიღოს. ასევე, ეძლევა გამარტივებულად შესაძლებლობა, მოძებნოს პროფესიული გადამზადების ადგილი, წავიდეს გერმანიაში და მიიღოს პროფესიული სწავლება. ეს კანონი აგრეთვე იძლევა საშუალებას, 6 თვის განმავლობაში ადამიანი იყოს გერმანიაში და იქვე მოძებნოს სამუშაო ადგილი“- აღნიშნა ხოკრიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

ელჩმა ასევე ისაუბრა სეზონური დასაქმების შესახებაც და აღნიშნა, რომ საქართველოს საელჩო გერმანიაში ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები