LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველები ჰოლივუდში ჩადიან – მიზანი ჩვენი კინოინდუსტრიის განვითარებაა

177
20180519173616

5-15 ივნისს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ორგანიზებით, სახელმწიფო პროგრამის “გადაიღე საქართველოში” ფარგლებში, იგეგმება ქართული კინოინდუსტრიის წარმომადგენლების ვიზიტი ჰოლივუდში. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება აშშ-ს ისეთ წამყვან სტუდიებთან როგორებიცაა Universal Pictures, Disney და HBO.

ქართული კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს ასევე საშუალება მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ ამერიკის პროდიუსერთა გილდიის მთავარ კონფერენციაზე – Produced by Conference.

ვიზიტში მონაწილეობით დაინტერესებულმა კინოინდუსტრიის წარმომადგენლებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია 15 აპრილამდე. პროექტის მხარდამჭერია USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა.

გაიგეთ მეტი: https://bit.ly/36FvLKW

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები