LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველები იმდენ ღვინოს აღარ სვამენ – ღვინის მოხმარება მცირდება

240
askadam-header-1

ქართველები იმდენ ღვინოს აღარ სვამენ, როგორც ადრე… 2010 წლის შემდეგ, ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე ღვინის მოხმარება მცირდება. თუ კი 2010 წელს, ერთ სულ მოსახლეზე ღვინის მოხმარების მოცულობა 29 ლიტრს შეადგენდა, ეს მაჩვენებელი 2016 წელს 24,6 ლიტრამდე ჩამოვიდა. ბოლო წლებში კი, დიდი ალბათობით, აღნიშნული მაჩვენებელი 20 ლიტრს ჩამოსცდება. ამ ყველაფრის შესახებ საუბარია ღვინის სექტორის კვლევაში, რომელიც „თიბისი კაპიტალმა“ წარმოადგინა.

კვლევის მიხედვით, ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის დადებითი ტენდენცია შეინიშნება. როგორც „თიბისი კაპიტალის“ კვლევების უფროსმა თორნიკე კორძაიამ აღნიშნა, 2019 წელს საქართველოში ღვინის რეკორდული მოსავალი დაფიქსირდა.

„2019 წელს 271 000 ტონა ყურძენი ჩაიბარეს ქარხნებმა რთველის შედეგად, რაც წარმოების ზრდის საშუალებას იძლევა, მითუმეტეს ექსპორტიდან საქართველოს ღვინოზე მოთხოვნა არის გაზრდილი. 2019 გვქონდა რეკორდული ექსპორტის ციფრი – 93 მილიონი ბოთლი გავიტანეთ ექსპორტზე, რამაც ჯამში 223 მილიონი დოლარის შემოსავალი მოიტანა ქვეყანაში. კვლევას რაც შეეხება, ჯერჯერობით ჩანს, რომ წარმოების ერთი მესამედი ისევ საოჯახო მეურნეობებზე მოდის და ჩვენ სამომავლოდ ამ წილის კლებას ველოდებით. საერთო ჯამში, 2025 წლამდე ქვეყანაში წარმოების ერთი მესამედით გაზრდას ვვარაუდობთ, რაც გვგონია, რომ ექსპორტს დამატებით წაახალისებს“, – განაცხადა კორძაიამ.

„თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით კი, საქართველოს გააჩნია დიდი პოტენციალი, რომ ქართული ღვინო გაზარდოს როგორც მოცულობით, ასევე ხარისხობრივად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები