LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველები კიდევ ერთ ევროპულ ქვეყანაში გამარტივებული წესით, სამუშაო ნებართვას მიიღებენ

17082
passportcontroleu

უნგრეთის მთავრობამ საქართველო შეიყვანა იმ ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებსაც შესაძლებლობა ექნებათ, დროის განსაზღვრული პერიოდით, გამარტივებული წესით, უნგრეთში სამუშაო ნებართვა მიიღონ. ამის შესახებ საქართველოსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომელიც ბუდაპეშტში, ილია დარჩიაშვილის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების გამარტივებული მექანიზმის დანერგვა უნგრეთის ყველაზე მოთხოვნად სექტორებში არის ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა. მადლობას ვუხდი უნგრელ პარტნიორებს მზადყოფნისთვის, რომ საქართველო შევიდეს იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც სარგებლობენ გამარტივებული პროცედურით. ეს ჟესტი ჩვენი ქვეყნისადმი უნგრეთის ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთი მაჩვენებელია. ვიმედოვნებ, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები უახლოეს მომავალში დასრულდება“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები