LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველები მიდიან – ემიგრანტების რაოდენობა 6.2 პროცენტით გაიზარდა

447
16507784-1559248950769868-490362060-n-e1545232778799

2019 წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ 105 107 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 6.2 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 9.9 პროცენტით გაიზარდა და 96 864 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში, იმიგრანტების 85.3 პროცენტი და ემიგრანტების 84.9 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენდა.

2019 წელს იმიგრანტების 56.2 პროცენტს და ემიგრანტების 78.0 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენდნენ.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 716.9 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 0.2 პროცენტით ნაკლებია. 2019 წელს დაფიქსირდა დადებითი ბუნებრივი მატება (1 637) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-8 243).

ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები