LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველები ქვეყნის შიგნით ძირითადად ახლობლების მონახულების მიზნით მოგზაურობენ – ვიზიტზე გაწეული ხარჯები გაიზარდა

49
FF

2021 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 094.4 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1 234.6 ათასი ვიზიტი. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 23.4 პროცენტით მეტია 2020 წლის პირველი კვარტალის შესაბამის მონაცემზე.

2021 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 554.0 ათასით განისაზღვრა, რაც 28.8 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

2021 წლის პირველ კვარტალში ვიზიტორების 39.0 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 50.9 პროცენტს შეადგენდა. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 42.7 პროცენტი ქ. თბილისის მაცხოვრებელია, 12.3 პროცენტი მოდის ქვემო ქართლის რეგიონზე, 10.9 პროცენტი – იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.

2021 წლის პირველ კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (47.1 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.

ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ქ. თბილისში (საშუალოდ 262.0 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 210.0 ათასი ვიზიტი თვეში).

2021 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 184.2 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 44.9 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 22.0 პროცენტით და 149.2 ლარს უტოლდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები