LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველები საფრანგეთში 50 სხვადასხვა პროფესით დასაქმებას შეძლებენ

324
000-WW5X7-e1516894286262

დიდი იმედი გვაქვს, რომ წელს ისრაელიც დაემატება და დაიწყება დასაქმების მსურველების რეგისტრაცია, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსმა, გიორგი ბუნტურმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გერმანიის გარდა საქართველოს მოქალაქეების ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებით 3 ქვეყანასთანაა მიღწეული შეთანხმება და სავარაუდოდ, მიმდინარე წლიდან დაიწყება რეგისტრაცია ისრაელსა და საფრანგეთში დასაქმების მსურველებისთვის.

ქართველები გერმანიაში დასაქმებას აპრილიდან შეძლებენ – მოქალაქეების შერჩევის პროცესი უკვე დაწყებულია

“მინდა აღვნიშნო, რომ თითოეულ ქვეყანასთან მოლაპარაკების საგანი ინდივიდუალურია. ისრაელის და საფრანგეთის შემთხვევაში სხვადასხვა სექტორებზეა საუბარი. საფრანგეთის შემთხვევაში 50 პროფესიაა განსაზღვრული. ბულგარეთშიც არანაირი შეზღუდვა არაა. სამომავლოდ შესაძლოა, გერმანიასთანაც მოხდეს სხვა სექტორების დამატება. ასევე, ვაგრძელებთ ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებებს, რომ მსგავსი ტიპის შეთანხმებებს მივაღწიოთ და საქართველოს მოქალაქეებმა ლეგალურად შეძლონ დასაქმება“, – განაცხადა გიორგი ბუნტურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები