LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველები შვეიცარიაში შესვლას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეძლებენ

2101
Think-Switzerland-Country-Zermatt-Matterhorn-486574518-extravagantni-copy

17 მაისიდან შვეიცარიას საქართველო კვლავ მაღალი რისკის ქვეყნების სიაში გადაჰყავს. ინფორმაციას „ავიანიუსი“ ავრცელებს, რომელიც წერს, რომ შვეიცარიის მთავრობის N818.101.24 განკარგულების შესაბამისად საქართველოს მოქალაქეები შვეიცარიაში შემოსვლას შესძლებენ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში:

  • ოჯახის ახლო წევრები, ანუ მეუღლე, რეგისტრირებული პარტნიორი და მცირეწლოვანი შვილები;
  • იმ შემთხვევაში თუ ოჯახის ახლობელი ადამიანი გარდაიცვალა, ან უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. კერძოდ: მეუღლე, პარტნიორი, მშობელი, ძმა ან და, შვილი, შვილიშვილი, ან და-ძმა.
  • შვეიცარიაში შესვლა აუცილებელია სამედიცინო მკურნალობის გასაგრძელებლად, რომელიც დაიწყო შვეიცარიაში ან საზღვარგარეთ;
  • უცხოელი მეუღლისა და შვეიცარიის მოქალაქის უცხოელი არასრულწლოვანი შვილები, რომელთაც სურთ შვეიცარიაში დაბრუნდნენ შვეიცარიის მოქალაქესთან ერთად განსაკუთრებული სიტუაციის გამო, მაგალითად, ევაკუაციის შემთხვევაში;
  • ოფიციალური ვიზიტების შემთხვევაში განსაკუთრებული აუცილებლობის გათვალისწინებით, როგორიცაა: საერთაშორისო ვალდებულებები;
  • ეკიპაჟის წევრები დაგეგმილი, სპეციალური და ჩარტერული ფრენების გათვალისწინებით;
  • ოჯახის ახლო წევრები (ბავშვები, შვილიშვილები, მშობლები; და-ძმები) სამედიცინო დახმარების გაწევისა და მოვლის მიზნით.

შვეიცარიაში გადაუდებელი ოფიციალური, საქმიანი, ჰუმანიტარული ვიზიტების აუცილებლობის შემთხვევაში, ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა უნდა მიმართონ შვეიცარიის საელჩოს ქ. თბილისში სპეციალური მგზავრობის ნებართვის მიღების მიზნით. ასევე, სასწავლო ან სამუშაო ვიზის მქონე საქართველოს მოქალაქეებს ეძლევათ რეკომენდაცია, გამგზავრებამდე, კონსულტაცია გაიარონ შვეიცარიის საელჩოში საქართველოში, რათა დადასტურებული იქნას მათი ვიზის მოქმედება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები