LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველების მიერ რუსეთის წინააღმდეგ 1907 წელს დაწერილ პეტიციას BBC ეხმაურება

164

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც, საქართველოს მასშტაბით, ხალხმა უფლებებზე დაიწყო ლაპარაკი – ასე ეხმაურება ქართველების მიერ რუსეთის წინააღმდეგ 1907 წელს დაწერილ პეტიციას BBC.

გამოცემა წერს, რომ 111 წლის წინ შექმნილი პეტიცია, რუსეთის მხრიდან 1783 წლის გიორგიევსკის ტრაქტატის დარღვევასა და ანექსიას ეხება და მას ხელს 3000 კაცი და ქალი აწერს.

გამოცემის ცნობით, პეტიცია 1907 წელს ჰააგის საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინეს. პეტიციის ავტორი ქართველი ნაციონალისტი ვარლამ ჩერქეზიშვილი იყო, რომელიც 1870 წელს ციმბირის გადასახლებიდან გაიქცა და ლონდონში დასახლდა, სადაც ის სერ ოლივერი და მარჯორი უორდროპებს დაუმეგობრდა.

24 მარტს ოქსფორდის უნივერსიტეტის მიწვეულმა მკვლევარმა და პროფესორმა ბექა კობახიძემ და უნივერსიტეტის ბოდლიანის ბიბლიოთეკის ორიენტალური განყოფილების უფროსმა ჯილიან ევისონმა ქართველი ხალხის საუკუნოვან პეტიციას მიაგნეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები