საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ბელგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მეორე შეხვედრა გერმანიის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 9:11 (3:1, 3:4, 2:3, 1:3) დამარცხდა.

ქართველმა წყალბურთელებმა მეტოქეს პირველი ტაიმი მოუგეს (6:5), თუმცა მეორე ნახევარში უპირატესობის შენარჩუნება ვეღარ მოახერხეს.

იოვან პოპოვიჩისა და ვლადიმერ ისელიძის მიერ გაწვრთნილ გუნდში გატანილი გოლებით მარკო ელეზი (3), დამირ ცრეპულია (3), ზურაბ რურუა (2) და მარკო ელაჩა გამოირჩნენ.

შეგახსენებთ, რომ ტურნირზე პირველი მატჩი ქართველმა წყალბურთელებმა რუმინეთთან 6:12 დათმეს. ჩვენები С ჯგუფში ბოლო მატჩს იტალიასთან, 15 იანვარს გამართავენ, რის შემდეგაც ბრძოლას მე-9-მე-16 ადგილებისთვის გააგრძელებენ.

მსგავსი თემები