LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველებს ევროპაში სასურსათო ვაუჩერები ექნებათ, რომლითაც SPAR INTERNATIONAL-ში ისარგებლებენ

367
responsive.724.482.noborder.867bdcb0b848b35c

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები საქართველოს იმ მოქალაქეების დახმარებას განაგრძობენ, რომლებიც ახალი კორონავირუსის, COVID-19-ის გავრცელების შედეგად, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამჯერად, პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ საერთაშორისო სასურსათო ქსელ „სპარის” ვაუჩერები პორტუგალიაში მყოფ საქართველოს 2 მოქალაქეს გადასცა, რომლებიც ქვეყანაში მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად იმყოფებიან. ვაუჩერები გადაეცა ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრებ საქართელოს 13 მოქალაქესაც. ასევე, მიმდინარე წლის 21 აპრილს, ქ. დონეცკში საქართველოს საკონსულომ საერთაშორისო სასურსათო ქსელ „სპარის“ ვაუჩერები გადასცა დონეცკის ოლქიდან იძულებით გადაადგილებულ განსაკუთრებული საჭიროების მქონე საქართველოს მოქალაქეებს.

აღნიშნული აქცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და “SPAR საქართველოს” თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც ევროპის 20-მდე ქვეყანაში განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის SPAR-ის ქსელის სასურსათო ვაუჩერებით სარგებლობას ითვალისწინებს.

“SPAR საქართველოს” საერთაშორისო პარტნიორების საშუალებით, 2000-მდე სასურსათო ვაუჩერი გადაეცემა განსაკუთრებული საჭიროების მქონე საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, ბელარუსში, პორტუგალიაში, უნგრეთში, ნორვეგიაში, მალტაში, გერმანიაში, დანიაში, პოლონეთში, ავსტრიაში, უკრაინაში, სლოვენიაში, შვეიცარიაში, გაერთიანებულ სამეფოში და ა.შ. ისინი აღნიშნული სასურსათო ვაუჩერებით ჩამოთვლილ ქვეყნებში მდებარე SPAR INTERNATIONAL -ის მაღაზიათა ქსელში ისარგებლებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები