LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი ბიჭი პენსილვანიის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა

ცჰიბინიზე

გიორგი ჩუბინიძე პენსილვანიის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა. ის ინჟინერიისა და გამოყენებითი მეცნიერების ფაკულტეტის სტუდენტი გახდება და კომპიუტერულ მეცნიერებას დაეუფლება.

არაერთხელ იყო იმის შანსი , რომ დანებებულიყო და რუტინულ ცხოვრებას დაჯერებოდა, მაგრამ 13წლიანი მეგობრობის მანძილზე თავს დავდებ , რომ გიორგის ცხოვრებაში “უკან დახევის” მომენტი არ ყოფილა. პირიქით, რაც არ უნდა დიდი პრობლემის წინაშე ყოფილიყო არასდროს კარგავდა საკუთარ “მე”-ს და ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით ეძებდა მისი გადაჭრის გზებს.

აი, ზუსტად ასეთი ადამიანები აღწევენ უმაღლეს მწვერვალებსა და უდიდეს წარმატებებს. მინდა ყველამ გაიგოს ამ ფაქტის შესახებ, ჩემი გიორგი ამერიკის ერთ-ერთი საუკეთესო – პენსილვანიის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა !!!
The Wharton, University of Pensylvannia – წერს ელენე ენუქიძე სოციალურ ქსელში

გიორგიმ კომაროვის სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. 2017 წელს კი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, 50 საუკეთესო აბიტურიენტს შორის მოხვდა.

ცნობისთვის, პენსილვანიის უნივერსიტეტი ბენჯამინ ფრანკლინმა დააარსა და სიძველით მეოთხე უნივერსიტეტია ამერიკაში. უნივერსიტეტი ყოველწლიურად აპლიკანტების მხოლოდ 9%-ს იღებს. ამ უნივერსიტეტში სწავლობდნენ დონალდ ტრამპი და უორენ ბაფეტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები