ბავშვთა ჰოსპისი „ციცინათელა“ აქვეყნებს ექთნების, სოფიო ღვეთაძის და ნინო ყამბეგაშვილის ფოტოს, მძიმე ღამის შემდეგ, მათ ჰოსპისის იატაკზე სძინავთ…

გთავაზობთ სტატუსს, რომელიც „ციცინათელას“ სოციალურ ქსელში ფოტოსთან ერთად გამოქვეყნდა:

„იყო ექთანი, ნიშნავს პაციენტებზე ზრუნვაში გათენებულ ღამეებს, თანაგრძნობასა და მოთმინებას, ჩვენი ბავშვების მშობლების და ახლობლების დამშვიდებას ყველაზე უფრო სტრესულ სიტუაციებშიც კი;

იყო ჰოსპისის ექთანი, ნიშნავს შეგეძლოს მშვიდად, ღიმილით და სიყვარულით გააცილო ბავშვი იმ ქვეყნიურ ცხოვრებაში და მალევე გადმოერთო ამქვეყნიურ აურზაურში;

იყო ჰოსპისის ექთანი, ნიშნავს, არავის დაანახო შენი დარდი და მწუხარება და არავინ დაამძიმო შენი ემოციებით.

ეს ჩაძინებული გოგოები ჩვენი ჰოსპისის ექთნები არიან. ფოტო ერთ-ერთი მშობლის მიერ, მძიმე ღამის, ციცინათელის გაფრენის შემდეგ არის გადაღებული“.