LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი გოგო, რომელსაც მთელი ნიუ-ჯერსი იცნობს და რომელმაც ამერიკელი მოხუცი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინა: ლაშა პატარაია

190
ნათია ჩაჩავა

ნიუ-ჯერსიში მცხოვრებმა ქართველმა ნათია ჩაჩავამ 69 წლის ქალი მდინარეში დახრჩობას გადაარჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური გამოცემა NJ.com წერს.

მათივე ცნობით, 69 წლის ქალი წყლიდან ამოსვლას სწრაფი დინების გამო ვერ ახერხებდა. მეზობლებმა ნათია ჩაჩავამ და ჯინ სერპენტელმა მას დახმარება აღმოუჩინეს და 911-ში დარეკეს.

მომხდარს ნათია ჩაჩავას მეგობარი ლაშა პატარაია სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ მისი მეგობრით ამაყობს.

„გოგო, რომელსაც უკვე მთელი ნიუ-ჯერსი იცნობს და რომელმაც ამერიკელი მოხუცი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინა, არის ჩვენი, ქართველი და სუპერ ადამიანი Natia Chachava. ვამაყობ შენთან მეგობრობით“, – წერს ლაშა პატარაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები